ცოტნე დადიანის N87-თან ასფალტის საფარი იგება.
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
სანზონის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩის N87-თან, 1 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კერძოდ, წესრიგდება ეზო და ეწყობა ბორდიური.
საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში 60 000 ლარია გათვალისწინებული.