USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი ნინო რამიშვილამდე - ქართველი ქალის ისტორია, რომელიც ჰოლივუდში მიიწვიეს
თარიღი:  2041
ალექსანდრა თოიძე 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოხელოვნებას. მას ეკრანის მშვენება უწოდეს... 22 წლის მანძილზე მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ განხორციელებული მრავალი სახე.
გადაღებულია ფილმებში: “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, “ჭრიჭინა”, “ქეთო და კოტე”, და ა.შ. საქართველოს სახალხო არტისტი – ალექსანდრა თოიძე, ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი. თუმცა, მას ხელოვნების სარბიელზე მოღვაწეობა თეატრიდან არ დაუწყია. თავიდან ალექსანდრა თოიძე მოულოდნელად მოხვდა ეკრანზე. რეჟისორმა ჟელიაბუჟსკიმ დიდხანს ეძება და ვერ იპოვა დინა ძაძუს როლის შემსრულებელი. მისმა მოადგილემ ნიკოლოზ შენგელაიამ დაათვალიერებინა მიხეილ ჭიაურელის ინდივიდუალურ ატელიეში მოწყობილი გამოფენა, უჩვენა მხატვარი ირაკლი თოიძის ერთ-ერთი ნამუშევარი - 17 წლის ალექსანდრა თოიძის პორტრეტი და ურჩია, მიეწვია მთავარი როლის შემსრულებლად...
ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა, უაღრესად საინტერესო თემას აშუქებდა. რეალისტურად ასახავდა სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიას სვანეთის ცხოვრებიდან.
ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად... სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენეს და ალექსანდრა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს... ალექსანდრე თოიძემ ჰოლივუდში წასვლა ფეხმძიმობის გამო ვერ შეძლო...
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი, ხელოვნებათმცოდნე (ალექსანდრა თოიძის შვილიშვილის მეუღლე) ქეთი ბენდელიანი:
- ალექსანდრა თოიძე ილიკო სუხიშვილთან ერთად ცეკვავდა. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ ინგლისში. ვინაიდან ალექსანდრა ძალიან პატარა -17 წლის გათხოვდა, იგი საზღვარგარეთ მეუღლემ – ვოვა მაჭავარიანმა არ გაუშვა... ილიკო სუხიშვილის და ალექსანდრა თოიძის წყვილი დაიშალა და ილიკოს პარტნიორი ნინო რამიშვილი გახდა. შემდეგ ფილმში „ქეთო და კოტე“ ერთად ცეკვავენ ილიკო სუხიშვილი და ალექსანდრა თოიძე ცეკვა „ქართულს“. ალექსანდრას უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა საზღვარგარეთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, წასვლას ვერ ახერხებდა.
- როგორც ოჯახის წევრი, როგორ იხსენებთ დღეს ალექსანდრა თოიძეს?
- ალექსანდრას გამორჩეულად კარგი თვისება ჰქონდა: ადამიანებში ყოველთვის კარგს ეძებდა! თვითონ ხომ ასეთი ლამაზი იყო და არასოდეს არ ჰქონდა სხვის მიმართ შურის ან კრიტიკული დამოკიდებულების გრძნობა. ძალიან უყვარდა ლამაზი ქალები. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ - თამარა ციციშვილი, ნორა ბაგრატიონი, ჩუტა ერისთავი... მის გვერდით ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი იყო, რომლებიც ტკბებოდნენ არა მარტო მისი სილამაზით, არამედ მისი საინტერესო საუბრით. განათლება, სხარტი აზროვნება და დიდი იუმორი ჰქონდა. ამასთან უბრალოება ყოველგვარი ზედმეტი პოზებისა და გაპრანჭვების გარეშე, მაგრამ ერთგვერი სიდარბაისლე და შარმი.
ერთხელ პრიბალტიკაში ვისვენებდით. ჩემი მეუღლე - დათა ამირეჯიბი თავის მეგობრებთან ერთად ბილიარდის სათამაშოდ წავიდა. მე ცოტა მოვიწყინე და ალექსანდრამ მითხრა, მოდი, წავიდეთ და ვნახოთ, როგორ თამაშობენო. რომ მივედით, ახალგაზრდები ძალიან გართულები იყვნენ და ჩვენი მისვლა არ შეიმჩნიეს. როცა თამაში დაამთავრეს, ალექსანდრამ უთხრა ეხლა ერთ რამეს გაჩვენებთო... მაგიდაზე დაალაგა ბურთები, აიღო ჯოხი და მარცხენა ხელით ზურგს უკან შემოიტარა. მაგიდაზე ერთი დარტყმით დაშალა ბურთები და ამავე დროს ორი ბურთი ჩააგდო... ერთდროულად ატყდა ტაშის გრიალი და იძახოდნენ - ნუ ი ბაბუშკაო! ძალიან კარგად თამაშობდა ბილიარდს და ძალიან კარგად ისროდა ტირში.
ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა. მათ შორის ხელოვნური ალმასის გამომგონებელი ვეროშჩაგინი, რომელიც სულ თან დასდევდა და მოხიბლული იყო მასთან საუბრით. მას ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, რომელიც ძალიან ეჭვიანობდა... შურას ეცინებოდა, რატომ ეჭვიანობს, ახალგაზრდაა და ლამაზიო... ის ქალი მოღუშული იქვე ჩამოჯდებოდა და ხმას არ იღებდაო. ალექსანდრა თოიძის პორტრეტი მისი განსაკუთრებული სილამაზის და მიმზიდველობის გამო ბევრ მხატვარს აქვს შესრულებული, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული. ალექსანდრა თოიძის თაყვანისმცემელი იყო ცნობილი საოპერო მომღერალი – იავნ კოზლოვსკი, რომელიც ალექსანდრას ფოტოს მედალიონით ატარებდა. ალექსანდრა ასევე ახლოს იყო ცნობილ მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან და რეჟისორებთან.
- გვიამბეთ მისი მეუღლის – ვლადიმერ მაჭავარიანის შესახებ...
- ვლადიმერ მაჭავარიანი ცნობილი პუბლიცისტი იყო. ისინი სრულიად ახალგაზრდები - 19 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ვლადიმერმა სრულყოფილად იცოდა ფრანგული, იტალიური და რუსული ენები. მას ბავშვობაში ფრანგი ძიძა ჰყავდა და ფრანგული მისი მეორე მშობლიური ენა იყო. ვლადიმერ მაჭავარიანის დაარსებულია თბილისში უცხო ენათა ინსტიტუტი, რომლის პირველი რექტორიც თვითონ იყო.
ახლოს იყო და მეგობრობდა უცხოელ, გამოჩენილ მწერლებთან. საკავშირო მწერალთა კავშირში სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მას დიდი ღვაწლი აქვს საბჭოთა მწერლების და მათ შორის ქართველების ფრანგ მწერლებთან დაახლოების კუთხით. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჟერარ ფილიპთან და მის მეუღლესთან, რომელიც მისი ძალისხმევით იმყოფებოდა თბილისში. ასევე, თარგმნა მისი წიგნი ჟერარ ფილიპის შესახებ და სხვა... დაარსებული აქვს იტალია-საქართველოს საზოგადოება და სხვა მრავალი.
ალექსანდრა თოიძის მოგონებებიდან
„1927 წელს მიხეილ ჭიაურელმა სურათში უკანაკნელი საათი მუშა გოგონას როლის შესასრულებლად მიმიწვია. იმავე წელს რუსეთიდან მივიღე მიწვევა – სურათ „ცოცხალ ლეშში“ ბოშა ქალის – მაშას როლს მთავაზობდნენ, გერმანიიდანაც მოდის მოწვევა, რეჟისორი ანჯელო მთავარ როლის შესრულებას მთხოვს.
- ყველა მაგათ ჭიაურელთან მუშაობა გერჩივნოს – მარიგებს მამა. მართლაც სიამოვნებით ვიხსენებ ამ სურათზე მუშაობას". „1945 წელს, 25 მაისს მამა ოტელოზე დავპატიჟე... მამასთან ერთად სპექტაკლზე მოვიდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, ილია ზურაბიშვილი და ახალგაზრდა ბესარიონ ჟრენტი. მეორე დღეს ტელეფონით დავურეკე, მამამ მითხრა: „ბიჯოს როგორ დაგიხვეწიათ წარმოდგენა, კარგი ანსამბლი ვნახე, კინაღამ ვიტირეო. ალექსანდრე ჯანელიძე პირველ რიგში იჯდა და სპექტაკლის მეორე ნახევარში ცხვირსახოცს ხშირად ხმარობდაო.
„მამას ჩემი პორტრეტის დახატვა უნდოდა დეზდემონას როლში. ვერ მიპატიებია თავისთვის, დაუდევრობის გამო რომ ვერ შევუწყვე ხელი".
ავტორი მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი რეიტინგი
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის