USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები: თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ გზაზე სვლას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს
თარიღი:  671

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 150-ე დღისთვის ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ქართველი ხალხის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღინიშნება, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს.

ამასთან, კონგრესმენებისა და სენატორების წერილში ნათქვამია, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ გზაზე სვლას, „ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მყარად ერთგულია“.

ისინი მოუწოდებენ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შეუერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას.

“ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ზედიზედ 150-ე დღეა, მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ქართველი ხალხის მყარი ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულება. ამაყი ვართ გვერდში ვედგეთ ქართველ ხალხს, როდესაც ისინი უარს ამბობენ დაუთმონ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს….

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევით, რომლებიც ძვირფასია დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტების რეპრესირებით, “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან კავშირში.

საქართველოს ცოცხალმა დემოკრატიულმა სულისკვეთებამ თავის დროზე ის რეგიონში იმედის შუქურა გახადა. თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ გზაზე სვლას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მყარად ერთგულია. ამავდროულად, თავისუფლებისთვის ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებული ავტორიტარული მთავრობის პირობებში ტანჯვისთვის მივატოვებთ. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. ამის არგაკეთება არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას,” - ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები: სენატორი როჯერ უიკერი (კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ჯო უილსონი (კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი ჯონ კორნინი (რესპუბლიკური პარტია).

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის