USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგი: პირველად ბრიტანეთის ცის ქვეშ, ადგილობრივი ციტრუსების პლანტაციები ნაყოფს იძლევიან“
თარიღი:  1401

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგი: პირველად ბრიტანეთის ცის ქვეშ, ადგილობრივი ციტრუსების პლანტაციები ნაყოფს იძლევიან“ (ავტორი - კლერ უოლში). „თითქოსდა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: დიდ ბრიტანეთში სუბტროპიკული მცენარეების პლანტაციების გაშენებას იწყებენ“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დიდ ბრიტანეთში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ცისტრუსოვანი ხეები დარგეს ღია ცის ქვეშ, იმ იმედით, რომ შეცვლილი კლიმატის პირობებში, მცენარეები ნაყოფს მოისხამენ.

გაერთიანებული სამეფოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ უაიტზე, ტემპერატურა 5 გრადუსით მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში.

როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში ციტრუსოვნები - ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი და სხვა ხეები მხოლოდ დახურულ სათავსოებში იზრდებიან (ორანჟერეებში), რადგან ზამთრობით დაბალ ტემპერატურაზე იყინებიან და ხმებიან.

მაგრამ ბოლო წლებში კორნუელის საგრაფოში იმდენად დათბა, რომ მებაღეებმა სითბოს მოყვარული სუბტროპიკული მცენარეების ღია გრუნტზე გაშენება გადაწყვიტეს და გასულ წელს პირველი მოსავალიც მოიწიეს.

როგორც გაი ბარტნერი, მებაღეობის სამეფო საზოგადოების კონსულტანტი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ამბობს, „ინგლისელი ენთუზიასტები ადრეც ცდილობდნენ ციტრუსოვანი მცენარეების ღია გრუნტზე გაშენებას, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა, ახლა კი ისეთი რამ ხდება, რაც ისტორიას არ ახსოვს“.

მართალია, გლობალური დათბობა დიდი ბრიტანეთისათვის მთლიანობაში ზარალის მომტანია, მაგრამ სულ უფრო რბილი ზამთრის გამო ქვეყნაში შესაძლებელი ხდება ისეთი კულტურების მოყვანა, რასაც ადამიანი წარსულში ვერცკი წარმოიდგენდა - ყურძენის, გარგარის, ლეღვისა და სხვა სამხრეთული ხილის მოსავალი ზარალის გარკვეულ კომპენსაციას მოახდენს.

„რა თქმა უნდა, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ახლო მომავალში ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ცივი ზამთრები, რაც პრობლემებს შეუქმნის ციტრუსებს და სხვა სამხრეთულ მარადმწვანე მცენარეებს, მაგრამ კლიმატს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ლიმონისა და მანდარინის პლანტაციებს ლონდონის ახლოსაც ვნახავთ“, - ამბობს გაი ბარტნერი.

ამჟამად ლონდონის ჩელსის ბაღში ღია გრუნტზე ხარობს მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით დარგული გრეიფრუტის ხე.

რაც შეეხება კუნძულ უაიტზე არსებულ რბილ ჰავას, მეცნიერთა აზრით, თუ ასე გაგრძელდება, რამდენიმე წელიწადში იქაური კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირა ჰავას დაემსგავსება.

უაიტის ბოტანიკური ბაღის „ვარტნორის“ მთავარი მებაღის უინ უილიამსის თქმით, გლობალური დათბობა უკვე აშკარად შესამჩნევია: „ადრე ვლაპარაკობდით, ახლა კი ფაქტებს ვხედავთ“. კუნძულზე უკვე რამდენიმე წელია კარგად ხარობს ზეთისხილი, არის ფინიკის პალმისა და ბანანის გაშენების მცდელობები.

როგორც ჯონ კერტისი - ბოტანიკური ბაღის დირექტორი - ამბობს, უაიტის მიკროკლიმატი შესაძლებლობას იძლევა ისეთი მცენარეები დაირგოს, რომლებიც ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ფლორისთვისაა დამახასიათებელი.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის