USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
«The Washington Post» (აშშ): ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რუსეთს სანქციებით დაემუქრა.
თარიღი:  755

„ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონის მშვიდობის დამყარების გეგმის ჩაშლა სურს და ტერიტორიების რუსეთისადმი დათმობებს არ ეთანხმება“, - წერს აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში სათაურით „ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რუსეთს სანქციებით დაემუქრა. როგორც ჩანს, უკრაინის ლიდერი დიპლომატიური ბლიცკრიგისთვის ემზადება აშშ-ის ანტიუკრაინული და პრორუსული სამშვიდობო გეგმის ჩასაშლელად“ (ავტორი - შივონ ო’გრეიდი, „ვაშინგტონ პოსტის“ უკრაინული ბიუროს ხელმძღვანელი). „განზრახვის შესასრულებლად უკრაინის პრეზიდენტმა ისარგებლა ხანმოკლე შეხვედრით თავის ამერიკელ კოლეგასთან პაპის დაკრძალვის დროს. მასთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებით დაემუქრა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთვაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისარგებლა რომის პაპის დაკრძალვაზე მიწვევით, რათა ახალი დიპლომატიური კამპანია დაეწყო. უკრაინის პრეზიდენტის მიზანი ნათელია: დაბრკოლებები შეუქმნას სამშვიდობო გეგმას, რომელიც მას აშშ-ის პრეზიდენტმა შესთავაზა და რომელიც ძალიან მომგებიანი ვლადიმერ პუტინისათვის.

შაბათს წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული შეხვედრა პირველია იმ სკანდალური ინციდენტის შემდეგ, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. იმავე დრეს ვოლოდიმირ ზელენსკი გაესაუბრა ევროპელ ლიდერებსაც და მათი მხარდაჭერა მიიღო ტრამპის გეგმის უარყოფისათვის, რომელიც უფრო მომგებიანია რუსეთისათვის, ვიდრე უკრაინისათვის.

სხვათა შორის, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ში დაბრუნებისას, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა გაემწვავებინა სიტუაცია და კიევი არ უნდა დაებომბა. „იძულებული ვარ ვიფიქრო, რომ მას [პუტინს] არ უნდა საომარი მოქმედებების შეჩერება. როგორც ჩანს, მას ჩემი ჩათრევა სურს, ამიტომაც, მას სხვაგვარად უნდა მოვექცე. ახლა ვფიქრობ, თუ როგორ გავაკეთო ეს - „საბანკო“ რეაგირებით თუ „მეორადი“ სანქციებით?“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში, - „ზალიან ბევრი ადამიანი იღუპება!“.

აშს-სა და უკრაინის პრეზიდენტების წყნარი პირისპირ შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში გაიმართა, პონტიფიკის დაკრძალვის წინ - იმ პაპისა, რომელიც არაერთგზის გამოსულა მრავალწლიანი ომის სამართლიანი შეწყვეტისათვის.

ვატიკანში აშშ-სა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ინტიმური ხასიათი მკვეთრად კონსტრასტული იყო იმ ქაოსისა, რომელიც თებერვალში ოვალურ კაბინეტში მოხდა და რომლის დროსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი უკრაინელ ლიდერს „ჭკუას ასწავლიდნენ“. შესაბამისად, ზელენსკიმ „იქს-ქსელში“ (ყოფილ ტვიტერში) დაწერა, რომ „შეხვედრა სიმბოლურია, რომელიც შეიძლება ისტორიული გახდეს. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ!“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შეხვედრის სიმბოლური მომენტის ამსახველი ფოტოსურათები გააზიარა: ტრამპი და ზელენსკი სკამებზე ერთმანეთის პირისპირ სხედან, მუხლებით თითქმის ეხებიან, წინ გადახრილები არიან და ისე საუბრობენ: „არავითარი სიტყვები არ არის საჭირო შეხვედრის მნიშვნელობის შეფასებისათვის. თვითონვე ხედავთ, როგორი ატმოსფეროა: ორი ლიდერი მშვიდობისათვის იღწვის და თანაც წმინდა პეტრეს ტაძარში“, - წერს ანდრეი სიბიგა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო თვეებში აქტიურად ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის სეწყვეტად. აშშ-ის პრეზიდენტის ემისრები (სპეცწარმომადგენლები) კიევისა და მოსკოვის ხშირი სტუმრები არიან. სპეცდესპანი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს ბოლო ორ თვეში უკვე ოთხჯერ შეხვდა.

თეთრი სახლი ცდილობს სასწრაფოდ შეასრულოს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები ომის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევს.

აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის ადმინისტრაციამ ომის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით „საბოლოო წინადადებები“ შეიმუშავა და მხარეებს გააცნო. გეგმის თანახმად, უკრაინამ რუსეთს უნდა დაუთმოს ყირიმი და დონბასი, უარი უნდა განაცხადოს ნატოში გაწევრებაზე, ხოლო აშშ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს გააუქმებს.

აშშ-ის მიერ მომზადებულმა პრორუსულმა წინადადებებმა უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები გააოგნა. კიევმა განაცხადა, რომ ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს, ტერიტორიების საკითხი კი ყველაზე ბოლოს უნდა იქნას განხილული. (...) ევროპელმა ლიდერებმა კი მოამზადეს თავიანთი პოზიცია აშშ-ის გეგმის წინააღმდეგ, რომელშიც უკრაინის პრობლემების ევროპული ხედვაა გამოხატული. ჯერ-ჯერობით უცნობია, მზად არის თუ არა ვაშინგტონი ევროკავშირის ახალი წინადადებების განსახილველად. ასევე გაურკვეველია, რა დოკუმენტი თუ ულტიმატუმი გადასცა სტივ უიტკოფმა მოსკოვს გასულ პარასკევს. „პრეზიდენტი პუტინი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესი განაახლოს, თანაც წინაწარი პირობების გარეშე“, - განაცხადა შაბათს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, მაგრამ რას მოასწავებს და რა იმალება ამ ნათქვამში? რუსეთის არმია კიევისა და სხვა ქალაქების სარაკეტო დაბომბვებს კვლავ აქტიურად აგრძელებს და შეჩერების ნიშნები არ ჩანს.

როგორც ჩანს, რუსეთი ამგვარი განცხადებებით დროს აჭიანურებს და არ სურს სწრაფად დაეთანხმოს ამერიკის წინადადებებს. ჯერ-ჯერობით რუსეთის მოქმედებით სიტუაცია ისე ჩანს, რომ გამოსავალი თითქმის არ არსებობს.

ამასობაში კი დასავლეთი ირაზმება: ტრამპთან წმინდა პეტრეს ტაძარში შეხვედრის შემდეგ ზელენსკი ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის და ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ის, რომ ტრამპი და ზელენსკი მშვიდობაზე საუბრობენ მშვიდობის მოყვარული პაპის დაკრძალვის დროს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - დაწერა ჯორჯა მელონიმ „იქს-ქსელში“, - დღეს ისტორიული დრეა“.

სხვათა შორის, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი პაპის დაკრძალვაზე მივიდა, იქ მყოფნი მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, რაც ბოლო დროს იშვიათ მოვლენას წარმოადგენს, ომის პირველი თვეებისაგან განსხვავებით.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის