თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს ძალიან ხანმოკლე ომი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კონფრონტაცია რუსეთის მეთოდს არ წარმოადგენს, როგორც ეს არაერთხელ უთქვამს რუსეთის ხელმძღვანელობას და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთთან ომისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ განცხადებები ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ისმის.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ამის ინტერესი არ გვაქვს. მაგრამ, თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს სრულიად სხვაგვარი და ძალიან ხანმოკლე ომი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.