USD 2.6128
EUR 3.0374
RUB 3.0271
თბილისი
EMAAR-ის ინვესტიცია საქართველოში დომინოს ეფექტს გამოიწვევს - მოჰამედ ალი ალაბარი
თარიღი:  678

Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის განცხადებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია სხვა საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც მოტივაციის წყარო გახდება და ქვეყანაში კაპიტალის კონცენტრაციას შეუწყობს ხელს.

როგორც ალაბარმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სტაბილური გარემო და განვითარების პოტენციალი ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც დეველოპერული, ისე ტურიზმისა და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

„ცოტათი უკან დავიხიოთ და შევხედოთ, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში დაახლოებით 50 წლის წინ. თანამედროვე საქართველოს იმასთან თუ შევადარებთ, ყველა ახალგაზრდა სახელმწიფოები ვართ. ჩვენ გვჭირდება გზები, სკოლები, სასტუმროები, ამიტომ ამ პრიზმიდან ვუყურებ ამ პროექტს. ყველაფერი პრინციპში უკავშირდება იმ დადებით მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და ა.შ. რაც უკვე ვახსენეთ. 9 პროცენტიანი ზრდა, თუნდაც 7 პროცენტიანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითი და მიზეზია. ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია. ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან, რატომ არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას. ყველაფერს გავაშენებთ, რესტორნები იქნება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი კომპლექსები. ამ ყველაფრის მიღმა, ჩვენი წვლილი მოტივირების კუთხით არის ძალიან დიდი. სხვა ინვესტორების მოტივაციას მოვახდენთ. ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია. თქვენ რომ მიმოიხედოთ, დაინახავთ, რომ ეს სახელმწიფო ახალგაზრდაა. მე მინახავს, მიცხოვრია ახალგაზრდა დედაქალაქში, ახალგაზრდა სახელმწიფოში და მსგავსი გამოცდილება დამიგროვდა. როდესაც ვუბრუნდებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას, ამ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კარგი ცხოვრება, ჰარმონია და ატმოსფერო“, – თქვა ალაბარმა.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის