USD 2.6128
EUR 3.0374
RUB 3.0271
თბილისი
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა - თამარ იოსელიანი
თარიღი:  627

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ ისაუბრა.

„ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მომსახურება განხორციელდეს. ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნილი და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი,“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, აქ საუბარია საკმაოდ მედეგ ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ ამავე, საწყის ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

არსებული მდგომარეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს, რაც ფსკერის დაღრმავების და პორტისთვის საჭირო ტალღმჭრელის მოწყობას უკავშირდება, რისთვისაც სახელმწიფოს დაქირავებული კონტრაქტორი Jan De Nul-ი მუშაობს.

თუმცა, პროექტის ინვესტორის შერჩევის კონკურსი ამ დრომდე უშედეგოა, რადგანაც ჯერ კიდევ 2024 წლის მაისის ბოლოს მასში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC დასახელდა, რომელთანაც სახელმწიფომ საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მხარეთა შორის კონტრაქტზე აზრთა სხვადასხვაობაა, სწორედ ამიტომ მასთან საინვესტიციო შეთანხმება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

ჯერ კიდევ სექტემბერში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 ძირითადი საკითხი იყო, რაც კომპანია CCCC-თან დაზუსტებას საჭიროებდა.

შესაბამისად, მთავრობა აცხადებს რომ 4 წელში პორტი პირველ გემებს მიიღებს, თუმცა ამ დრომდე პორტის კერძო ინვესტორი შერჩეული არაა.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის