USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
პრემიერი -საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
თარიღი:  237
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს; ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალფუნქციურ და მრავალმხრივ ცენტრად ჩამოყალიბების ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, აქტიურად ღრმავდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაცია ვაჭრობის მასშტაბების გაფართოების, ინვესტიციების მოზიდვისა და კაპიტალის ნაკადების შემოდინების გაძლიერების მიზნით.
„ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინიციატივები ამ ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მსხვილი პროექტები - მათ შორის ანაკლიის ღრმა-წყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის საიმედო ცენტრის შესაძლებლობებს. ეს ინიციატივები საშუალებას აძლევს ქვეყანას, სრულად გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი აბრეშუმის გზის - შუა დერეფნის - განვითარებას, რომელიც აღიარებულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სატრანსპორტო მარშრუტად. გლობალური გაურკვევლობებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის ურყევ საყრდენად რჩება. ხანგრძლივი მშვიდობისა და მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანა განვითარების სტაბილურ გზაზე წინ მიიწევს - ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას. ეს მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის ხედვასა და სტრატეგიას: რომ მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ, საფუძველს უყრის მდგრად ეკონომიკურ ზრდას. 2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.4%. საქართველო კვლავ ძლიერ ტრაექტორიაზე რჩება, 2025 წელს 7.2%-იანი ზრდით, ხოლო საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საშუალოდ 5.1%-ს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ მართვასა და ყოვლისმომცველ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სტაბილურობას, ისევე კონკურენტუნარიანობას. ჩვენი რეფორმების გზა დისციპლინირებულ, პროგნოზირებად და გაზომვად შედეგებზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების უწყვეტობასა და ინვესტორების ნდობას. შედეგად, საქართველო კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია, მისი სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო კი მუდმივად იღებს მაღალ შეფასებებს წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებისგან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს წამყვან პოზიციებზე მსოფლიო ბანკის „ბიზნეს მზაობის“ (B-READY) და „ბიუჯეტის ღიაობის კვლევის“ მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგებში.
„საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნეს ოპერაციებს. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნეს მზაობის“ (B-READY) ინდექსის ვაჭრობის ჭრილში მსოფლიოში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს ტარიფების გარეშე. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ Chandler Institute-ის მიერ გამოქვეყნებული „კარგი მმართველობის ინდექსის“ თანახმად, საქართველო 120 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
„მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია - Eagle Hills საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელებით, რომელიც ახლებურად ჩამოაყალიბებს ჩვენს ურბანულ ლანდშაფტს. ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას, და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად. საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას. კვლავ ღია ვართ ძლიერი, მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, რათა წინ წავწიოთ მდგრადი ზრდისკენ მიმართული საერთო მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საინვესტიციო პანელში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის