USD 2.8186
EUR 2.9480
RUB 3.0897
Tbilisi
sport
ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება

„თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება“, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა განაცხადა და „ბაკურიანი 2025“ შეაჯამა.

კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასება მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები, მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, 7 შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ - ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრებები ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი – ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!“ - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.

„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს გაიხსნა. 16 თებერვალს გამართულ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე, დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას – რუმინეთს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2027 წელს, ქალაქ ბრაშოვში ჩატარდება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way