USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კელი დეგნანი: საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში
თარიღი:  709

საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იდგას ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვსურს დავინახოთ დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა ქუჩებში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება შოკისმომგვრელი ფაქტია. ელჩის შეფასებით, ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, დაუშვებელია და ამასთანავე, დაუშვებელია კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში ადამიანებისთვის ხელის შეშლა.

„მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკისმომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად. ეს იყო შოკისმომგვრელი. ძალადობა ნებისმიერი ფორმით, არის მიუღებელი. ეს უბრალოდ მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და „ღირსები მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში, იქნება ეს უმცირესობისა თუ უმრავლესობის მხრიდან, არსებობს ვადებულება მოქალაქეების დასაცავად და არსებობს ვალდებულება აღიკვეთოს ძალადობა - ეს არის ფუნდამენტური“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის