USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
პრემიერი - როცა მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას უნდა დავემორჩილოთ
თარიღი:  489

ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებს და ლგბტ პრაიდის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას ემორჩილება.

„ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის ნებისმიერი სხვა სახის ლოკაცია არსებობს. პოლიციამ ლგბტ თემს სხვა ლოკაცია შესთავაზა.

პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ესაა ჩვენი მოსახლეობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამას უნდა დავემორჩილოთ. პოლიციამ დააკავა მოძალადეები. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის