USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კუჭავა - ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, რომ სრულად მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა
თარიღი:  515

ფაქტი ერთია, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სიმართლე დადგინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ – ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, რომ სრულად მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორედ აზრადაც კი აღარ მოუვიდეს რავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი – ყველა თანასწორია. სამწუხაროდ, ჩვენ, ვისმენდით წახალისებებსაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების მხრიდან საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ჩვენ აქ, ყველას სრული ბერკეტები გვაქვს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის