ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ გიორგი გახარიას შეფასებას.
ვოლსკის თქმით, გახარიას განცხადება მიუღებელია და პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითია.
“ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც. მას მერე არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა და თუ მის პოლიტიკას ასეთი განცხადებების კეთება სჭირდება, რასაკვირველია, მხოლოდ ამაზე შეიძლება გვქონდეს კომენტარი. ის, რაც მისი განცხადების შინაარსში დევს, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელზეც შეიძლება, მომავალ თაობებს ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც პოლიტიკურ პოზიციას იცვლი. მისი განცხადებები არათუ ბრძნულია, არამედ მიუღებელია, არაეთიკურია და არასწორია, ვინაიდან არ აქვს საფუძველი. მიზეზი იმისა, რომ ასე ისაუბროს, მხოლოდ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპეკულაცია და თავის წარმოჩენის სურვილი ”,- განაცხადა ვოლსკიმ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.