USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
"პატრიოტთა ალიანსი" დღეს რუსთაველზე აქციას გამართავს
თარიღი:  850
"პატრიოტთა ალიანსი" დღეს რუსთაველზე აქციას გამართავს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დედაეკლესიას, პატრიარქსა და სამღვდელოებას უცხადებენ მხარდაჭერას. 
"დღეს, 4 ივლისს, დღის 3 საათზე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები ვიკრიბებით რუსთველის გამზირზე, ოპერის წინ.
ვუცხადებთ მხარდაჭერას დედაეკლესიას, ჩვენს პატრიარქს და სამღვდელოებას. ვაპროტესტებთ მართლმადიდებელი ეკლესიის და მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგ მიმდინარე ღია შეტევას, რამაც ბოლო დროს აგრესიული, ცილისწამებლური, ბოროტი კამპანიის სახე შეიძინა!
შემოგვიერთდით!
აქციის მსვლელობისას გავრცელდება საგანგებო მიმართვა!"
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის