USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს
თარიღი:  523

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ თალაკვაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო და კომისრის საქართველოში ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ამ შეხვედრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბატონმა ვარჰეიმ გაგვიზიარა ისაა, რომ ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს. ეს მოხმარდება ჩვენი ბიზნესსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მდგრად აღდგენას. ეს გაზრდის ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლებს და საქართველოს მეტ ინტეგრაციას მოახდენს ევროპულ ბაზარში. გაზრდის ექსპორტს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ვისაუბრეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ძირითადი დრო დაეთმო საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე და პარლამენტის საქმიანობაზე საუბარს. ასევე მიშელის გეგმის განხორციელებას, სადაც, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა. ჩვენ კომისარს მადლობა გადავუხადეთ მისი პირადი ჩართულობისთვის, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის დროს აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, რომ პარტიები უნდა დაბრუნებულიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკური პროცესი მხოლოდ პარლამენტში მიმდინარეობდეს. შესაბამისად, ამ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. კომისარის ვიზიტი საქართველოში არის ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის