ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის, Touska-ს დაკავებას გმობს და აშშ-ს გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად და მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.