USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
BM.GE: "არქი ჯგუფმა" თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია შეიძინა - სულ 217,288 მ²
თარიღი:  1057

კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა.

ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს - „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ადგილზე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ “ვილსონ გარდენი” გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს “ლიბერთი ბანკის” აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა; თუმცა როგორც ირკვევა, ილია წულაიას "დადიანი ინვესტმა" ქონება "საქართველოს ბანკისგან" გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდშიც, როცა ტერიტორია წილოსანების ოჯახის კომპანიებს ეკუთვნოდა, აქტივები “საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ, გირავნობით იყო დატვირთული; შემდეგ კი, ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, რომლისგანაც ის ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” შეიძინა.

კომპანია “ვილსონ გარდენის” დირექტორმა გიორგი ტაბიძემ BMG-ის განუცხადა, რომ გარიგება ბანკსა და “არქი ჯგუფს” შორის განხორციელდა და შესაბამისად, ისინი მასზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ამასთან, გიორგი ტაბიძე აღნიშნავს, რომ “არქი ჯგუფი” ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერია და მას აქვს ყველანაირი წინაპირობა, რათა პროექტი წარმატებით განახორციელოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება ამჟამად “საქართველოს ბანკის” $100-მილიონიანი გირავნობის უფლებით არის დატვირთული.

აღნიშნული ტერიტორიის ურბანული განვითარების შესახებ თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიიღო. აღნიშნულ პერიოდში პროექტი “ვილსონ გარდენს” ეკუთვნოდა და ის ადგილზე 51 ნაგებობის მშენებლობას გეგმავდა, რომელთა საერთო ფართობიც 445,904 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განვითარების გეგმა ასეთი იყო:

  • ახლად აშენებული შენობების 75% საცხოვრებელი იქნება, 25% კომერციული.
  • ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალსართულიანი ნაგებობა 33- სართულიანი და 117 მეტრის სიმაღლის იქნება.
  • საშუალოსართულიანობა ახალ კვარტალში აშენებულ შენობებს 15-20 სართული ექნება.
  • საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით ახალი კვარტალი სულ 51 შენობას გააერთიანებს.
  • ჯამური საცხოვრებელი ფართობი 445 904 კვ.მ იქნება.
  • 217 288 კვადრატულ მეტრ საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისთვის 21 000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი.
  • დაგეგმილია 3 653 მანქანისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობა.
  • ცენტრალური გზები იქნება 7-მეტრიანი და გზის ორივე მხარეს მოეწყობა 2.5-მეტრიანი ტროტუარები. გათვალისწინებულია ველობილიკებიც.

BMG პროექტთან დაკავშირებით “დადიანი ინვესტის” დამფუძნებელს, ილია წულაიას ესაუბრა. მისი ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომლის სააინვესტიციო ღირებულება 250 მილიონ დოლარამდეა.

30 აპრილს კომპანია "დადიანი ინვესტმა" საჯარო რეესტრში წილების ნასყიდობის განაცხადი დაარეგისტრირა. კომპანიის 92%-ის მფლობელად ილია წულაია რჩება, 5%-იანი წილი შეიძინა სააქციო საზოგადოება "გრევითი ინვესთმენთსმა", რომელიც ბიზნესმენ კობა ჩეკურიშვილის მიერ არის დაფუძნებული, 3%-იანი წილი კი სს "ლეტერენმა", რომელიც თინა ბარბაქაძის მიერ არის დაფუძნებული.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის