USD 2.6893
EUR 3.1701
RUB 3.4971
თბილისი
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა, მისი სუფთა შემოსავალი 2025 წლის მდგომარეობით 342 მილიარდი დოლარია
თარიღი:  857

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომპანია „ტესლას“ და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გამოცემა Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა.

გამოცემის ინფორმაციით, 53 წლის მასკის სუფთა შემოსავალი 2025 წლის მდგომარეობით 342 მილიარდი დოლარია. ის რეიტინგის უპირობო ლიდერია.

მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიის მეორე ადგილზე „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი განთავსდა. მისი სუფთა შემოსავალი 216 მილიარდი დოლარია. ცუკერბერგს 215 მილიარდი დოლარის სუფთა შემოსავლით კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება.

მსოფლიო
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი გამოცემა Axios-ის რეპორტიორზე, ბარაკ რავიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების თურქეთის ნაცვლად ომანში გამართვის შესახებ ირანის მოთხოვნას დათანხმდა.

ასევე, Axios-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას პაკისტანის, საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი.

ამასთან, გუშინ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ირანული „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდო, რომელიც არაბეთის ზღვაში მცურავ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ მიმართულებით მიფრინავდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის