USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
საქართველოში IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს ბინადრობის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ
თარიღი:  1091

საქართველოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების - IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს ბინადრობის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ასეთი ნებართვა გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მის ოჯახის წევრზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად არის რეგისტრირებული და ეწევა საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მის ოჯახის წევრზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მის ოჯახის წევრზე.

ბინადრობის ნებართვის ახალი სახე “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის. კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტი და უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.

აღნიშნული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად 3 წლის ვადით გაიცემა. მისი მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს 3 წლის ვადით, არაუმეტეს 12 წლამდე.

ამავე პროექტით, IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეწყდება, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ.

IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

პარლამენტი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის