ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩის N10-ში სკვერის განახლება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობა, გამოიცვლება დაზიანებული საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.