USD 2.6974
EUR 3.1595
RUB 3.3298
თბილისი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-19 პაკეტი დაამტკიცა
თარიღი:  1220
“ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-19 პაკეტი დაამტკიცა”, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
 
ევროკავშირმა აკრძალა რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროპაში და დააკლო ნავთობის ფასის ზედა ზღვარი $47.6 დოლარამდე.
 
ტრანზაქციების სრულად აკრძალვა შეეხო კომპანიებს, „როსნეფტს“ და „გაზპრომ ნეფტს“, ასევე სხვა კომპანიებს, რომლებიც შუამავლების სახით ოპერირებენ ჩინეთში.
 
სანქციები დაწესდა დამატებით კიდევ 118 ხომალდზე „ჩრდილოვანი ფლოტიდან“ (საერთო ჯამში უკვე 560-ზე მეტი ხომალდია სანქცირებული).
დაბლოკილია რიგი ბანკების ტრანზაქციები როგორც რუსეთში, ასევე მესამე ქვეყნებში.
 
ახალი ექსპორტის შეზღუდვები დაწესდა სამხედრო საქონელსა და ტექნოლოგიებზე.
ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის