USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა - ნავთობის ფასი თუ დავარდება, მას ომიდან გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება
თარიღი:  1673

ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი და იმედი გამოთქვა, რომ მალე კარგი ამბები ექნება.

“მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს.

იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის”, - დასძინა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ის მზად არის რუსეთის მიმართ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპელები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. მისივე თქმით, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს.

„ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…

მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს”, - განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის