USD 2.7039
EUR 3.1319
RUB 3.4627
თბილისი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა $6 მილიარდიან ინვესტიციაზე შეთანხმებები გაცვალეს
 309

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ირაკლი კობახიძის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ.

შეთანხმებები გაცვლას ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 5 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. კომპანია, როგორც ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს - მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ფონიჭალაში. როგორც "ოცნების" მთავრობისგან ითქვა, ინვესტიციას ქვეყნის ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა 2026 წლიდან ექნება.

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები

თუ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ, საბრძოლო ქმედებები შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ რუსეთი მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს.

“ჯერ კიდევ ვიღებთ წინადადებებს საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის შესახებ….თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს - მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ - ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ”, - განაცხადა პუტინმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის