გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.