USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
შარტავას ქუჩა N4-6-თან, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყო
Date:  914
საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩა N4-6-ის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და 3 000 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო.
400 კვ.მ ფართობზე კალათბურთის მინი მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები.
კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე დაირგო 25 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და დასასვენებელი სივრცე გამწვანდა.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც 570 000 ლარი დაიხარჯა. ხოლო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way