USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
თარიღი:  538
სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში, 900 კვ.მ ფართობზე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა განახორციელდა. შედეგად, ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, LED განათების ქსელი დამონტაჟდა, ასევე, საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.
სამუშაოების შედეგად, დაირგო 53 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მოეწყო სარწყავი სისტემა და 550 კვადრატულ მეტრზე ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა.
პროექტის ღირებულება 274 704 ლარია, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „ლაგომ“ შეასრულა.
დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა
 
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის