USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კრწანისის რაიონის ერთ-ერთ ბაღში საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი საქართველო“ გაიმართა
Date:  1499
კრწანისის რაიონის ერთ-ერთ ბაღში საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი საქართველო“ გაიმართა. ზეიმზე რამდენიმე ბაღის აღსაზრდელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოაჩინეს.
 
წარმოდგენას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - გოგი ჩიქოვანი, კრწანისის რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - ლევან ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way