დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი. ინფორმაცია BMG-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჯერჯერობით სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. "ტვ იმედის" ინფორმაციით, საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას.