USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა
дата:  561

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

ვულოცავთ საქართველოს მისი ეკლესიის პირველი იერარქის ინტრონიზაციის 44 წლის იუბილეს!
მრავალჟამიერ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს!
უფალმა დიდხანს ჯანმრთელად გვიმყოფოს და გამძლეობა მისცეს საქართველოს ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ მსახურებაში!
მისი უწმიდესობის ლოცვა -კურთხევა არ მოკლებოდეს საქართველოს!
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати