USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
აშშ-ში კორონავირუსის 512 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
дата:  556

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 512 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს The Guardian-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორი, როგორიცაა საშობაო დღესასწაულის დღეები. ტესტირების ბევრი ცენტრი შაბათ-კვირას დახურული იყო, რაც ნიშნავს, რომ ტესტების ნაწილის შედეგების მიღება, სავარაუდოდ, ორშაბათსა და სამშაბათამდე გადაიწევდა.

ცნობისათვის, დღემდე აშშ-ში ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა 2021 წლის 8 იანვარს იყო გამოვლენილი, როცა კოვიდი 294 015 ადამიანს დაუდასტურდა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати