USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“ - ივანე ჩხაიძის განმარტება
თარიღი:  469

ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას პაციენტებში ყელის ტკივილი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება აღინიშნება. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა ორგანიზმში საშუალო სიმძიმისაა, თუმცა გავრცელების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ომიკრონისთვის“ ძირითადად დამახასიათებელია ყელის ტკივილი, ასევე შესაძლებელია იყოს ცხვირით სუნთქვის გაძნელება. აქვს რამდენიმე განმასხვავებელი თვისება, მაგალითად წელის ტკივილი, ღამით ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ანუ მთლიანად მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის და მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები ხანგრძლივი არ არის, მხოლოდ 3-4 დღის განმავლობაში აღინიშნება და შემდეგ მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსოფლიო
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის