USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თამარ გაბუნია - რატომ შეუჩერდა 12 კლინიკას კოვიდმიმღების სტატუსი
Date:  613

კითხვაზე, რატომ შემცირდა ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით საწოლფონდი და რატომ შეუჩერდა 12 კლინიკას კოვიდმიმღების სტატუსი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც წინა ტალღების დროსაც ხორციელდებოდა.

„ეს არის მიმდინარე სტანდარტული პროცედურა, რომელიც განხორციელდა მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის დროს. ახლაც, როდესაც ვნახავთ, რომ საწოლების საჭიროება არსებობს, კლინიკები ისევ მიიღებენ თხოვნას, რომ დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, ეს არის აქტიური მართვის პროცესი, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ის, რასაც სულ ვაკეთებთ.

სისტემაში მწვავე მოვლის 12 ათასი საწოლი გვაქვს. 12 ათასი საწოლიდან 9 912 საწოლი მობილიზებულია კოვიდის მიზნებისთვის. როდესაც მობილიზებული საწოლფონდის დატვირთა მცირდება 50%-ის ქვემოთ, ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეულ კლინიკებს უგზავნის წინასწარ შეტყობინებას, რომ თუ არ იქნება მათი მობილიზაციის გაგრძელების საჭიროება, შეუძლიათ საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ, რადგან საჭიროება სხვა მიმართულებითაც არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way