გლდანის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სპორტული მოედანი კიდევ ორ მისამართზე განახლდა.
კერძოდ, რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა გლდანის IV მიკრორაიონის N92-N90 კორპუსებთან. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
ამასთან, სტადიონის სრული განახლების სამუშაოები ა მიკრორაიონის N59-N60 კორპუსთანაც შესრულდა.
ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 92 065 ლარი დაიხარჯა.