USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
თარიღი:  576

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა, რომელსაც თავისი მოკრძალებული ცხოვრების სტილის გამო „მსოფლიოს უღარიბესი პრეზიდენტი“ უწოდეს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი თანამებრძოლის, პეპე მუხიკას გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა ურუგვაის პრეზიდენტმა, იამანდუ ორსიმ.

ორსის თქმით, მუხიკა იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ აქტივისტი, მისაბაძი მაგალითი და ლიდერი.

მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აირჩიეს და ქვეყანას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ახალგაზრდობაში, 60-იან და 70-იან წლებში, ის მემარცხენე რადიკალური მოძრაობა „ტუპამაროსის“ რაზმებში იბრძოდა, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული და ხელისუფლებასთან საბრძოლველად პარტიზანულ მეთოდებს იყენებდა.

მან ციხეში 14 წელი ციხეში გაატარა. ის 1985 წელს გამოვიდა ციხიდან, როდესაც ურუგვაიში დემოკრატია აღდგა.

იანვარში მუხიკამ განაცხადა, რომ მისთვის დიაგნოზირებული საყლაპავის კიბო სხვა ორგანოებზეც გავრცელდა და მკურნალობას არ ექვემდებარება. მან უარი თქვა შემდგომ მკურნალობაზე და თანამემამულეებს დაემშვიდობა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის