USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელება გრძელდება
თარიღი:  851
დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
 
ამჯერად ასფალტის საფარი 1675 კვ მეტრ ფართობზე დაიგო დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-20 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში, სადაც ასევე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
 
სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 814 ლარი გამოიყო.
 
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის