USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  254

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 14 მაისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და
სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერ ქარი.

სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +16°;
ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +16°;
ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +16°;
ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +17°;
ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: + 21°;
ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +20°;
ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +19°;
ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +14°;
გორი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +17°;
ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპ-რა: +16°;
თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +19°;
მარნეული: ხანმოკლე წვიმაი. ჰაერის ტ-რა:+20°;
რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა:+19°;
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა: +17°;
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა: +18°;
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა: +12°;
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა: +10°;
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა: +20°.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის