ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, დიდგორის ქუჩაზე საგზაო პროექტი მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე კომპანია GWP-მ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, ამჟამად კი, გამგეობის დაკვეთით, 6000-მდე კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო.