USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
გიორგი კობერიძე - გუშინდელი მოვლენების შედეგების შეჯამება პუნქტებად - ანუ რა ვიხილეთ (და რას ვიხილავთ)
თარიღი:  945
გუშინდელი მოვლენების შედეგების შეჯამება პუნქტებად - ანუ რა ვიხილეთ (და რას ვიხილავთ):
 
7 საფრენი აპარატი - ჩამოგდებული;
* 13 პილოტი - მოკლული;
* ორი ქალაქი თავისი აეროპორტებით - აღებული;
* უზარმაზარი ნავთობტერმინალი განადგურებული;
* გზები გადათხრილი და დანაღმული;
ინსტიტუციებს შორის ურთიერთნდობა გამქრალი;
* საერთაშორისო სტატუსი - შებღალული;
* შიდა სტაბილურობის მითი - დამსხვრეული;
* პრეზიდენტი პუტინი - შეშინებული და რეპუტაციაშელახული - გაუბედეს აჯანყება;
სამხრეთის ოლქის სარდალი - დატყვევებული;
* კადიროველებსა და რუს შოვინისტებს შორის დაძაბულობა - გაღრმავებული;
* შიდა წმენდებისა და ტერორის დასაწყისი;
ვაგნერი, როგორც ბრძოლისუნარიანი ძალა - დაქვეითებული;
* შიდა კონფლიქტში საგარეო ძალის - ბელარუსის - ჩარევა და მის მიერ დარეგულირება (ფორმალურად მაინც);
* რუსეთის შიდა უსაფრთხოების სისუსტე და ქაოსი - გამოვლენილი: მოულოდნელად შეგიძლია გადახვიდე იერიშზე, ასობით კილომეტრი გაიარო და დიდ წინააღმდეგობას არ შეხვდე;
დაუსჯელობის სინდრომი დათესილი - შეგიძლია მოაწყო გადატრიალება და თუ ვერ/არ მიაღწევ წარმატებას მოილაპარაკებ და გადარჩები;
სურეალიზმი: რუსეთში შეიძლება ერთ საღამოს იყო გმირი, დილით მოღალატე, შემდგომ საღამოს კი კვლავ ხელი ჩამოგართვან;
 
რას ვიხილავთ? *
 
1. შიდა წმენდებს, ფარულ დაპირისპირებებს, ახალ ტერორს, პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს - შესაბამისად, ომში პოლიტიკური გადაწყვეტილებების კასკადს. ვინც კი ოდნავ დამოუკიდებლად მოქმედებდა რუსულ არმიაში მასაც შეუზღუდავენ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალებას ან სულაც მოხსნიან/დაიჭერენ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები საბრძოლო მოქმედებებისას კი დამღუპველია.
2. დასავლეთის თვალშიც გამოვლინდა რუსული სახელმწიფოსა და ინსტიტუციების კატასტროფული მდგომარეობა, სისუსტე, ქაოსი და უმართაობისაგან შექმნილი შემდგომი საშიშროება. ახლა მისი დამარცხება კიდევ უფრო აუცილებელი და კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება. რუსეთის სისუსტეები კიდევ უფრო ნათლად გამოვლინდა უკრაინელთათვისაც. რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ.
3. ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა გუშინ. პუტინის ძალაუფლება ჯერჯერობით დასუსტებულია (თუმცა ტერორით აღდგენას შეეცდება). პრიგოჟინს, რომ ეპატია ეს დაუსჯელობის სინდრომის დათესვას მოასწავებს. წითელი ხაზი გადაკვეთო და არ დაისაჯო საგანგაშო პრეცედენტია ძალაუფლების მქონეთათვის.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის