იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2023 წლის 5 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 3369 საცხოვრებელი სახლი შეიძინეს საქართველოში. 2022 წელს კი მათ მიერ შეძენილი ქონებების რაოდენობა 5 ათასს შეადგენდა.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 5000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე, ხოლო, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, 2780 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.