USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 26 ივნისს?
Date:  475

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, ჩიტაძის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, ბესიკის, გრიბოედოვი და  ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას, ათონელის,  თაბუკაშვილის, უკლებას, კრავეიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის  II, IV მიკრორაიონების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის, მზიურის  პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ქობულეთი, შატბერაშვილის, მარაბდის და ნინო ჟვანიას ქუჩების     ქოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, მოსტკოვის და ენგურჰესის ქუჩების  მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის მიმდებარტე ტერიტორიის, 26 მაისის  მოედნის, ლისის ტბის მიმდებარე  ტერიტორიის, აღმაშენაბლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გელოვანის  გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბროწეულის, ცაცხვების, მაჭავარიანის, ზემო ვეძისის, ბოხუას, შარტვას, კანდელაკის,    კოსტავას, მიროტაძის, ოჟიოს, ლორთქიფანიძის, სულაკაურის, იოსებიძის, იყალთოს,  ბახტრიონის, ხვიჩიას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ  ალექსიძის, ბერბუკის და ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, აბესაძის, ჯიბლაძის, აბო-თბილელის, ბეთლემის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის  დასახლების, ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ),  ნადირაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჰოლბრუკის, ფორაქიშვილის, ლობჟანიძის, საექიმოს, ნავთლუღის, დოლაბაურის, წერნაკის, კაჭარავას, დესპინე  გელოვანის, პატარძეულის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way