აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დიდად გაკვირვებული არ არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დამარცხებით. მისი თქმით, გასულ კვირას ბუდაპეშტში ავტოკრატთან ერთად კამპანიის წარმოების გადაწყვეტილება ერთგული მოკავშირის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
„ჩვენ არ წავედით იმიტომ, რომ ველოდით, ვიქტორ ორბანი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწევდა. ჩვენ წავედით იმიტომ, რომ სწორი იყო იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა.
მისი მემკვიდრეობა უნგრეთში ტრანსფორმაციული ხასიათისაა — 16 წელი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ეს ქვეყანა.
ჩვენ ნამდვილად ვიცოდით, რომ ვიქტორს არჩევნებში წაგების დიდი შანსი ჰქონდა. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ [ჩავედით უნგრეთში], რომ ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერთაგან, ვინც ბრიუსელში ბიუროკრატიას დაუპირისპირდა“, - განაცხადა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.