USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
ზურაბ ზურაბიშვილი-გერმანიაში მოღვაწე ოპერის მომღერალი
Date:  1600
ავსტრიაში 1994 წელს ჩავედი, მსოფლიოში წამყვან მუსიკალურ უნივერსიტეტში, ზალცბურგის მოცარტეუმში სწავლის გასაგრძელებლად. საკმაოდ რთული გამოცდები ჩავაბარე, 170 მსურველიდან 9 შეგვარჩიეს და სტუდენტი გავხდი. 2002 წელს წარჩინებით დავამთავრე მოცარტერიუმი და ხელოვნების მაგისტრის დიპლომი ავიღე. 2003 წელს დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით, რომელიც მთელი ავსტრიის მასშტაბით წელიწადში მხოლოდ ერთ ხელოვანზე გაიცემა. ამავე წელს მქონდა მოსმენა აუსბურგის (გერმანია) ოპერაში, სადაც 83 ტენორს შორის ამომარჩიეს და ასე დაიწყო ჩემი საოპერო კარიერა ევროპაში.
 
უამრავ საოპერო თეატრში მთავარი როლი შევასრულე, მქონდა კერძო გაკვეთილები და უდიდესი გამოცდილება დამიგროვდა. ჩემი გამოსვლებიდან გამოვარჩევდი ლუიზა მილლერს ბერლინში, მასნადიერის ციურიხში, ვერდის რექვიემს იერუსალიმში, ბოჰემას კოპენჰაგენში, ჯამბაზები ვენაში, ოტელოს ბელგრადში, ევგენი ონეგინს ტაიპეში და მრავალ სხვას. უახლოეს მომავალში საქართველოში ვაპირებ კონცერტის გამართვას. მიზნად მაქვს რიხარდ ვაგნერის ტანჰოიზერის და ტრისტანი და იზოლდას შესრულება.
 
მუსიკაში წარმატება მაშინ მოდის, როდესაც მუსიკოსი განვითარებას და პროგრესს არ წყვეტს, როგორც კი კმაყოფილებით განვითარებას შეაჩერებს, მაშინ იწყება დაღმასვლა. ხელოვნებას კომპრომისი არ უყვარს. დამწყებ მუსიკოსებს ვურჩევდი, რეალურად შეაფასონ შესაძლებლობები, ოპტიმალურად გამოიყენონ მოცემული შანსები, ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე და გააგრძელონ სვლა წინსვლისკენ.
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way