USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Тбилиси
ზურაბ პაპასკირი: პასუხი ბექა კობახიძის მოსაზრებაზე თუ თუ როგორ გაუცხოვდა დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთი, როგორ ჩამოყალიბდა აფხაზი ერი და როგორ მივედით სეპარატიზმამდე
дата:  1284
ეს არის სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ პაპასკირის პასუხი ბექა კობახიძის ამას წინათ გავრცელებულ ბლოგზე (იხ. ბლოგი), სადაც ის შეეცადა მოკლედ გადმოეცა აფხაზური სეპარატიზმის ისტორია. გთავაზობთ ჩემს თვალსაზრისებსაც რამოდენიმე პუნქტზე. ზ. პაპასკირის პასუხში ვკითხულობთ:
“სამწუხაროდ, თქვენს პუბლიკაციაში არის არაერთი ფაქტოლოგიური ლაფსუსი, თუმცა ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი. მთავარი სულ სხვა რამეა – თქვენ საერთოდ ვერ გაგიგიათ ჩემი ნაშრომის იდეოლოგია, რომელიც შორსაა ვიწრო-„ნაციონალისტური“ აღქმისაგან და მთლიანად ეფუძნება არსებული წყაროთმცოდნეობითი ბაზისა და ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობის კრიტიკულ ანალიზს (სხვათა შორის, ჩემი შეხედულებები გაცილებით უფრო სრულადაა გადმოცემული ორტომეულის გამოცემის შემდეგ გამოქვეყნებულ კვლევებში და არ იქნებოდა ურიგო მათაც გაცნობოდით – 1. Абхазия. История без фальсификации (Издание второе, исправленное и дополненное /2010/; 2. Моя Абхазия. Воспоминания и размышления /2012 /; 3. საქართველო. ისტორიული წარსული და თანამედროვეობა /2016/; აფხაზეთი საქართველოა. ისტორიული რაკურსი /2021/ და სხვ.
ბექა ბატონო, მე მთელი ცხოვრება შევალიე ქართული ისტორიოგრაფიის (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი...) მიერ შემუშავებული თვალსაზრისის დასაბუთება-გამყარებას, რომ აფხაზეთი ისტორიულად ყოველთვის იყო საერთო ქართული (თავდაპირველად – დასავლურ-ქართული /კოლხეთი, ლაზიკა-ეგრისი, „აფხაზთა“სამეფო/, ხოლო XI საუკუნიდან ერთიანი ქართული სამეფო) ეთნო-კულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ნაწილი. აფსუა-აფხაზები კი (როდიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი დამკვიდრებულნი ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე) ცივილიზაციურად ყოველთვის (მიუხედავად მათი ერთგვარი გაუცხოებისა გვიან შუა საუკუნეებში, რომელსაც თავისი მიზეზები ჰქონდა) ამ საერთო-ქართული სამყაროს ნაწილად მოიაზრებდნენ თავს. ვერც რომმა, ვერც ბიზანტიამ და ვერც ოსმალებმა ვერ შეძლეს მათი მოწყვეტა ქართული სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული სივრციდან. ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიამ მოახერხა. თქვენ კი, რატომღაც მოინდომეთ ყოველივე ამის ეჭვის ქვეშ დაყენება, რითაც, ფაქტობრივად, ეწევით აფხაზური სეპარატისტული ნარატივის გამართლება-„გაპრავებას“. საწყენია, ძალზე საწყენია.”
(ზ. პაპასკირის პასუხი აქ სრულდება)
ბლოგი მთლიანობაში საინტერესოა და მასში არის საყურადღებო დასკვნებიც. ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ არ არის მართებული ბ. კობახიძის თვალსაზრისი, თითქოს: მეფე ლეონი ბერძნულენოვანი მთავარი იყო. საიდან, რა წყაროდან მტკიცდება ეს? აფხაზეთში ცენტრის მიერ ჩანერგილ იური ვორონოვზე თუკი იტყვი, რომ რუსულენოვანია, გასაგებია, მაგრამ ლეონზე?
ასევე არ არის მართებული, რომ აფხაზეთის ბოლო მთავარმა, მიხეილ შერვაშიძემ ქართული არ იცოდა. ბლოგის ავტორს ისე გამოჰყავს, რომ ის თავის იდენტიფიკაციას საქართველოსთან არ ახდენდა. ამ დროს მის საფლავზეც ქართული წარწერაა, ასმომთავრული ასოებით. ასევე შემონახულია წერილი, რომელშიც გადაყენებული მთავარი რუსული კოლონიური ადმინისტრაციისგან ითხოვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გაასახლონ რუსეთში, ის დატოვონ აფხაზეთში ან რაჭაში ცხოვრების საშუალება მისცენ.
ბ. კობახიძე მრავალმნიშვნელოვნად წერს სტალინის და ბერიას რეპრესიების აღქმაზე აფხაზთა მხრიდან. ეს აბსურდული თეზისი სტალინისა და ბერიას ლატენტურ ქართულ ნაციონალიზმზე იცით, დაახლოებით როგორ ჟღერს? ვიღაცამ რომ თქვას, 1930-იანების რეპრესიები საქართველოში რუსი ხალხის მოხდენილია და მისი ნების გამოხატულებაა ეროვნული პოტენციალის დასასუსტებლად, ხოლო რუსეთში საპასუხოდ თქვან, არა, 30-იანების რეპრესიები რუსეთში ქართველი ხალხის ნებაა, რახან რუსეთის სახელით საქართველოს დესუვერენიზაცია ორჯერ მოახდინეს - 1801-1864 წლებში და 1921 წელს. სხვათა შორის აფხაზური რადიკალური სეპარატიზმის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო შორსაც წავიდა - თვით მუჰაჯირობა ქართველი თავადების და მეფის რუსეთის სამსახურში მდგარი ქართველი სამხედროების ლატენტურ ნაციონალიზმად მონათლა. აი, აქამდე შესაძლოა აბსურდის დონემ აიწიოს.
ბლოგის ავტორი ასევე ავითარებს თეზისს, რომ 80-იანების ეროვნული მოძრაობა უპირობოდ აფხაზების “მთებიდან მოგვიანებით ჩამოსვლის” თეზისს იზიარებდა. ამ დროს იმ მოლაპარაკებების და კონსენსუსის ამოსავალი წერტილი, რომელიც 1991 წელს მიმდინარეობდა, ასე შეიძლება გადმოიცეს: “ჩვენ არ შევეხებით აფხაზთა მთებიდან მიგრაციის საკითხს, რადგან ეს თემა ბუნდოვანი და გაურკვეველია. ჩვენი ამოსავალი წერტილია ის, რომ აფხაზეთი სამშობლოა ორივე ხალხისთვის - ქართველი და აფხაზი ხალხებისთვის. ამიტომაც მაღალი ხარისხის აფხაზურ-ქართულ ავტონომიურობას ქართული ერი-სახელმწიფოს ფარგლებში ალტერნატივა არ გააჩნია.”
კარგი იქნება, თუ ბლოგის ავტორი, ბ.კობახიძე გაითვალისწინებს ამ ყველაფერს. თორემ “ფონდები” (მათ შეგნებულად არ ვასახელებ) რომ არ გაითვალისწინებენ და სეპარატიზმის ფარულ მხარდაჭერას განაგრძობენ დემოკრატიის და “ნაციონსბილდუნგის” (ანუ ახალი ერი-სახელმწიფოს ფორმირების) სახელით, ისედაც ცხადია.
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 2 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომოს დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთულუღის დასახლების IV, XII ქუჩების, ერევნის, ცუცქირიძის, კალატოზის, გრემის, გაბისკირიას, ვახტანგ მეექვსის, სპარტაკის, ბახვის, ელენე ახვლედიანის, ბაჩანას, კარდანახის, სამოქალაქოს, საამურის, ურიცკის, ქედის, შემოსავლის, აბდუშელიშვილის, მესხიშვილის, ერისთავის, მაცეხის, გიორგი წერეთლის, ლომოურის, ხარაგაულის, ხივინის, ავლაბრის, ხარაბაძის, ჯიქიას, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ზავრიევის, ჩოჩუას, ჯიქიას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, წულუკიძის, სამგორის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო  ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის,  ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის  ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.   

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати