USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Тбилиси
უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში
дата:  1129

ბოლო დროს ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა ხში­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი, ამო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო სუ­პერ­ძა­ლა, რო­მე­ლიც მზარ­დი ეკო­ნო­მი­კით და სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რო­გორც წესი, პო­ტენ­ცი­უ­რად თუ რე­ა­ლუ­რად სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფე­ბი კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" კვლე­ვის: "ვინ გან­სა­ზღვრავს ცივი ომის შემ­დგო­მი მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რიგს? - ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბი აკა­დე­მი­ა­ში, მე­დი­ა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი", - თა­ნახ­მად, სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ცაა, სა­დაც უკვე იგ­რძნო­ბა ჩი­ნე­თი­დან წა­მო­სუ­ლი გარ­კვე­უ­ლი იმ­პულ­სე­ბი.

მა­ინც, კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო ჩი­ნე­თის­თვის? ამა­ზე"სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის” თავ­მჯდო­მა­რე და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • რა­ტომ ჩი­ნე­თი?

"სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ა­ში" უკვე სამი წე­ლია, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი ფო­კუ­სი სა­გა­რეო გავ­ლე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბია, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პრო­პა­გან­და­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში, ასე­ვე, ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპან­სი­ა­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ში, აკა­დე­მი­ურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სეგ­მენ­ტში გავ­ლე­ნის გაზ­რდა­ში. მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, მო­ახ­დი­ნოს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის დე­ვალ­ვა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ესა თუ ის სა­ხელ­მწი­ფო ვი­თარ­დე­ბა და სა­კუ­თა­რი მო­ახ­ვი­ოს თავს. სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თვის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი:

პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნაა, სა­ბო­ლო­ოდ ფორ­მი­რე­ბუ­ლი ჯერ არაა, თუ რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო­ში გვინ­და ცხოვ­რე­ბა; მტრებ­თან და მე­გობ­რებ­თან, სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან და არა­პარტნი­ო­რებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ახლა ყა­ლიბ­დე­ბა. ასე­თი ტი­პის ქვეყ­ნებ­ში ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­აქ­ციო, თუკი სწო­რად მო­იქ­ცე­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­გეგ­მავ. რუ­სე­თის შემ­თხვე­ვა­ში თუკი ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, ჩი­ნეთ­ზე ვმუ­შა­ობთ და ხში­რად ვა­წყდე­ბით ხოლ­მე შე­კი­თხვას - "რა­ტომ ჩი­ნე­თი?" უმ­თავ­რე­სია ის, რომ ჩი­ნე­თი დღეს ის მზარ­დი ქვე­ყა­ნაა, არა მარ­ტო ეკო­ნო­მი­კის და მო­სახ­ლე­ო­ბის სი­დი­დის გამო, არა­მედ იმი­ტომ, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლად მსოფ­ლიო დო­მი­ნა­ცი­ის პრე­ტენ­ზია აქვს. ჩი­ნე­თი იქცა ქვე­ყა­ნად, რო­მელ­საც ღიად აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფო­ო­ბის პრე­ტენ­ზია და კონ­კუ­რენ­ცი­ა­შია შე­სუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­შირ­თან, აშშ-სთან, იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ით­ვლე­ბო­და, რომ დო­მი­ნა­ცი­ის სეგ­მენ­ტში კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავ­დათ. დღეს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, დიდი და პა­ტა­რა იკ­ვლევს, რას­თან აქვს საქ­მე და რა არის ის ფორ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ჩი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა სა­კუ­თა­რი დო­მი­ნა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ახ­დენს. გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს ჩი­ნე­თი იმი­ტო­მაც, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, არა­მედ, ერ­თპარ­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­აა იმა­ზე უფრო დიდი ხა­ნია, ვიდ­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. ეს ქმნის იმის წი­ნა­პი­რო­ბას, რო­მე­ლიც საფრ­თხის გან­ცდას უჩენს ძა­ლი­ან ბევრ სა­ხელ­მწი­ფოს. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვყე­ნებ­ში დღეს აღა­რა­ვინ და­ვობს, რომ ისი­ნი ჩი­ნუ­რი ექ­სპან­სი­ის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე არი­ან, თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ და­სავ­ლურ და უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებს. ამი­ტო­მა­ცაა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გავ­ლე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნავს ხი­და­შე­ლი.
  • რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო ჩი­ნე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლო?

სა­ერ­თოდ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი პა­ტა­რა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად, არ­ცთუ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნე­თის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო? ხი­და­შე­ლის თქმით, არ­სე­ბობს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩი­ნე­თის ყუ­რა­დღე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სის რა­დარ­ში მოვ­ხვდით. ერთი მათ­გა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაა, მე­ო­რე კი - სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან...

"პირ­ვე­ლი, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი და ბევ­რჯერ ნათ­ქვა­მი ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­აა. სა­ვაჭ­რო, სარ­კი­ნიგ­ზო, სა­ჰა­ე­რო და ენერ­გე­ტი­კუ­ლი გზე­ბის კვე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი წერ­ტი­ლი ვართ, სატ­რან­სპორ­ტო გზებ­ზე მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა ვართ, დეს­პო­ტუ­რი და ტი­რა­ნუ­ლი რუ­სე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შე­საქ­მნე­ლად;

მე­ო­რე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზე­ზია ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აშშ-სთან. ჩვენ არ ვართ უბ­რა­ლოდ ქვე­ყა­ნა სწორ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა სწორ და სა­ინ­ტე­რე­სო გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მელ­საც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აქვს იმ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ვის­თა­ნაც ჩი­ნე­თი დღეს ლა­მის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. იმის­თვის, რომ ამ სტრა­ტე­გი­ულ გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე გავ­ლე­ნა არ და­კარ­გოს, ჩი­ნე­თის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ მხა­რეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, აშშ-სთან.

მა­გა­ლი­თად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტი­პენ­დი­ის პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 30 წე­ლია, მოქ­მე­დებს, ქარ­თვე­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, თურ­ქეთ­ში მი­დი­ან, ეს არას­დროს ყო­ფი­ლა წუ­ხი­ლის სა­გა­ნი და ახლა, ჩი­ნეთ­ში რომ მი­დი­ან, რა­ტო­მაა წუ­ხი­ლის სა­გა­ნიო? პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, ის, რომ ჩი­ნე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო არაა, აკა­დე­მი­ურ სეგ­მენ­ტში ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მა ცენ­ზუ­რა­გავ­ლი­ლია. საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდილ­მა თა­ო­ბამ კარ­გად ვი­ცით, რას ნიშ­ნავს, რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია შენი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუ­რი­კუ­ლუმს ად­გენს და გან­სა­ზღვრავს, რა შე­იძ­ლე­ბა გას­წავ­ლონ და რა - არა. ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ამ ტი­პის, ცენ­ზუ­რა­გავ­ლი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მე­ო­რე, რი­თიც ამე­რი­კას­თან კონ­კუ­რენ­ცია ჩანს, ისაა, რომ, კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით გე­უბ­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯა­მუ­რად ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა მუ­შა­ობს, რაც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ცალ-ცალ­კე მოქ­მე­დებს. ეს ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნებს, რომ ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ამო­ცა­ნა იმ დის­ბა­ლან­სის აღ­მო­ფხვრაა, რო­მე­ლიც აშშ-ს 30-წლი­ა­ნი და­წი­ნა­უ­რე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და­სავ­ლურ გა­ნათ­ლე­ბას 30 წე­ლია იღე­ბენ. ჩი­ნე­თი ცდი­ლობს, ეს უპი­რა­ტე­სო­ბა რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­წო­ნოს, იმ­დე­ნი სტუ­დენ­ტი წა­იყ­ვა­ნოს ერთჯე­რა­დად და ყო­ველ­წლი­უ­რად, რომ რა­ო­დე­ნო­ბით და­ე­წი­ოს ყვე­ლა იმ და­სავ­ლურ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც აქ მუ­შა­ობ­და; გარ­და ტი­პი­უ­რი სას­წავ­ლო სტი­პენ­დი­ე­ბი­სა, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზუს­ტად ისე, რო­გორც აშშ ადრე აკე­თებ­და, 2-3 კვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბით მიჰ­ყავთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აკა­დე­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სწო­რედ იმი­სათ­ვის, რომ აჩ­ვე­ნონ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რა­ო­დენ სა­სა­ცი­ლო­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა. ანუ, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გა­ტა­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის მი­ყიდ­ვა ხდე­ბა იმ ქარ­თვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩა­ნან, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არი­ან. ესეც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფორ­მაა", - აღ­ნიშ­ნავს "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რე.

  • აკა­დე­მი­უ­რი სივ­რცე, რო­გორც რის­კი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის?

ხი­და­შე­ლი ყუ­რა­დღე­ბას იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, პირ­და­პი­რაა ჩარ­თუ­ლი ჩი­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სა­ხალ­ხო გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ არ­მი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ტერ­ნეტ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას იპო­ვით, რო­მე­ლიც გაჩ­ვე­ნებთ, ჩი­ნეთ­ში მოქ­მე­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ თუ არა საფრ­თხეს იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თა­ნაც გაც­ვლით პროგ­რა­მე­ბი აქვთ. ჩი­ნეთ­ში "შვი­დი ვა­ჟის ერ­თო­ბა", 7 უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯგუ­ფი არ­სე­ბობს. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი პირ­და­პირ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ბმა­შია ჩი­ნე­თის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ არ­მი­ას­თან და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მას­თან, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს რო­გორც აშშ-ში, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, შავ სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ. 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს (კონ­ტრაქ­ტე­ბი 2018 წელ­საა გა­ფორ­მე­ბუ­ლი), ამ "7 ვა­ჟის ერ­თო­ბი­დან" არი­ან. რას ნიშ­ნავს ეს უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კი, რა უნდა დაგ­ვი­შა­ვო­ნო, იკი­თხავს ვინ­მე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ობი­ვა­ტე­ლი". რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ამას ვერ იგ­რძნობს, ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იმი­ტო­მაა შეყ­ვა­ნი­ლი მა­ღა­ლი რის­კის სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, რომ ჩარ­თულ­ნი არი­ან შპი­ო­ნაჟ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­პარ­ვა­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის მო­პარ­ვა­ში, და ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში იმის­თვის, რომ მო­ცე­მულ სა­ხელ­მწი­ფო­ში მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ქსე­ლებ­თან, სის­ტე­მებ­თან, უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან ჰქონ­დეთ შეღ­წე­ვა­დო­ბა", - აცხა­დებს ხი­და­შე­ლი.

  • "ტიკ ტოკი" - უწყი­ნა­რი გარ­თო­ბა?

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი აპ­ლი­კა­ცია "ტიკ ტოკს" გა­მოჰ­ყოფს, რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი სეგ­მენ­ტი­დან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას, რომ­ლის გად­მო­წე­რაც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის - "ფე­ის­ბუ­ქის" თუ "ინ­სტაგ­რა­მის" ქო­ნა­სა­ვით აღიქ­მე­ბო­და და ადა­მი­ა­ნი მათ შო­რის ზღვრის გავ­ლე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

"ამა­სო­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ რო­გორც კი "ტიკ ტო­კის" აპ­ლი­კა­ცი­ას გად­მო­წერთ თქვენს ტე­ლე­ფონ­ში, მას მი­აქვს ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი, რაც თქვენს ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბობს. "ტიკ ტო­კის" წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ე­ბი აქვს და­წყე­ბუ­ლი "ეფლს", "სამ­სუნგს" და უამ­რავ სხვა კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბას სწო­რედ იმის გამო ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ "ტიკ ტოკი", პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, ასეთ "ქურდ" აპ­ლი­კა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. აშშ-ში პენ­ტა­გონ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბაც კი გა­მოს­ცა, რომ­ლი­თაც ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს სა­კუ­თარ ტე­ლე­ფო­ნებ­შო "ტიკ ტო­კის" ინ­სტა­ლა­ცია აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გან მა­გა­ლი­თად, ავ­ღა­ნეთ­ში თუ ერაყ­ში ჯა­რის­კა­ცი რო­ცა­ ო­პე­რა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და უცებ "ტიკ ტო­კის" ვი­დე­ო­თი გარ­თო­ბას გა­და­წყვეტს, ამ ტე­ლე­ფო­ნის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩი­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში მი­დის.

ასე­ვე, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი პან­დე­მი­ის დროს გა­და­წყვე­ტენ, რომ უნდა გაგ­ვარ­თონ "ტიკ ტოკ­ზე" ვი­დე­ო­ე­ბით, გარ­და იმ ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­სა, რომ პან­დე­მი­ით შე­წუ­ხე­ბუ­ლი და შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს დამ­ცი­ნა­ვი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი სხვა პრობ­ლე­მა­ცაა, რომ რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში ეწე­ვი­ან იმის რეკ­ლა­მას, რაც ჩვენს ყვე­ლა პარტნი­ორს უბ­რა­ლოდ, აკ­რძა­ლუ­ლი აქვს, რის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეც ჩვე­ნი ყვე­ლა პარტნი­ო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ას თა­ვის მე­გო­ბარ და პარტნი­ორ ქვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს - ჩვენ­თან, პირ­და­პირ, ერ­თმნიშ­ნე­ლოვ­ნად რომ ვთქვათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებს იმის რეკ­ლა­მას, რაც ამე­რი­კე­ლებს აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ. ყვე­ლა­ზე უწყი­ნა­რი რა­მეც კი, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მო­მენ­ტში შე­საძ­ლოა, თქვენ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის მქო­ნე აღ­მოჩ­ნდეს, თუ მას­ზე წვდო­მა არა­კე­თილ­მო­სურ­ნე სის­ტე­მას აქვს", - აღ­ნიშ­ნავს ხი­და­შე­ლი.

  • სა­ქარ­თვე­ლოს სამი პრობ­ლე­მა

"სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სამი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აქვს:

"პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არა­სის­ტე­მუ­რო­ბის და არას­ტრა­ტე­გი­უ­ლო­ბი­საა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და ქმე­დი­თად მიჰ­ყვე­ბა სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო - ვინ რას აკე­თებს, არა­ვის წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს; მე­ო­რე, იქ სა­დაც რე­ა­ლუ­რად უნდა მუ­შა­ობ­დეს და რის­თვი­საც სუს-ი გვჭირ­დე­ბა, იქ ის დუმს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ჩი­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ფორმ­დე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მათ წინ უნდა დე­ბო­დათ ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც რის­კებ­ზე გა­აფრ­თხი­ლებ­და. სუს-ი ვერ მი­უ­თი­თებს თსუ-ს, ვის­თან და­დოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ვის­თან - არა, მაგ­რამ სუს-ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გა­აფრ­თხი­ლოს ყვე­ლა კერ­ძო კომ­პა­ნია, და მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც (რო­მე­ლიც მთლად კერ­ძოც არ არის), საფრ­თხე­ე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. სუს რე­ა­ლუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბით უფროა და­კა­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბით; მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დო­ნის, კო­რუფ­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მაა, მერ­კან­ტი­ლუ­რი, ვიწ­რო პი­როვ­ნუ­ლი, ოჯა­ხუ­რი, მა­გა­ლი­თად, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის და­უ­დევ­რო­ბით (კარ­გი სი­ტყვა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სხვა რა­მეს ნუ და­ვაბ­რა­ლებთ) გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს ხი­და­შე­ლი.

 

წყარო: ambebi.ge

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати