USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ლავროვი - პუტინი მზად არის, ზელენსკის შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები შეხვედრამდე იქნება მომზადებული
Date:  118

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად, არის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები შეხვედრამდე იქნება მომზადებული.

ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თანახმაა, დასავლეთმა უკრაინას უსაფრთხოების კოლექტიური გარანტია მისცეს, რომლის პრინციპებიც ფაქტობრივად, 2022 წელს სტამბოლში შეხვედრისას იყო შეთანხმებული.

მაშინ სტამბოლში მოსკოვის ერთ-ერთი პირობა უკრაინის არმიის რიცხობრივი შემადგენლობის შემცირება და უკრაინის ნეიტრალიტეტი იყო.

„ჩვენს პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის მზად არის, შეხვდეს მათ შორის ბატონ ზელენსკის იმის გააზრებით, რომ ყველა საკითხი, რომელიც მაღალ დონეზე განხილვას საჭიროებს, კარგად დამუშავდება, და ექსპერტები, მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ - რა თქმა უნდა იმის გაგებით, რომ როცა, იმედი მაქვს, საქმე მომავალი შეთანხმების ხელმოწერამდე მივა, იმ პერსონის ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყვეტილი იქნება, რომელმაც ამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს“, - თქვა ლავროვმა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way