USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის ტერიტორიაა
თარიღი:  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და რომ ოფიციალურ ბაქოს შეუძლია თავის ტერიტორიასთან დაკავშირებით ნებისმიერი ზომის მიღება.

„ლაჩინის გზა აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ამიტომ აზერბაიჯანი იღებს ყველა ზომას, რასაც საჭიროდ ჩათვლის. [ზომების] მიღება არის მისი ერთ-ერთი უდიდესი სუვერენული უფლება“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაკან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდეს.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის