USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Тбилиси
სოფიო პატარაია-ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი
дата:  1342
90-იანების თბილისში სამყაროს გამოკვლევაზე ვოცნებობდი. მაშინ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა მე დღეს აქ ვარ, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში. მართალია, აქამდე მოსასვლელად გრძელი და რთული გზა გავიარე, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო საინტერესო იყო. მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ შეუძლებელი არაფერია.
 
2006-2009 წლებში გერმანიაში, მაქს-პლანკის ინსტიტუტში და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მივიღე. სწავლის პარალელურად მუშაობა CERN-ში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში დავიწყე. ვიყავი სტატისტიკური კომიტეტის წევრი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ATLAS კოლაბორაციისთვის (3000-მდე წევრია კოლაბორაციაში) სტატიების შემოწმება, გამართვა და რეკომენდაციების მიცემა, ასევე სტატისტიკური ანალიზის software კორდინაცია. ცამეტი წლის განმავლობაში CERN-ში ოცდაათამდე სტატია დავწერე. ვიკვლევდი ფიზიკის ნიშნებს, “სტანდარტ მოდელს” და მის ორ ყველაზე მასიურ წარმომადგენელს Top Quark-ს და Higgs Boson-ს. ამ წლების განმავლობაში სუპერსიმეტრიის, შავი მატერიის და ეგზოტიკური ახალი ნაწილაკების აღმოჩენას ვცდილობდი.
სამი წელია რაც ევროპის კოსმოსურ სააგენტოში( ESA), ძალიან საინტერესო პროექტზე ( research and development of Atomic clocks for Galileo satelites) ვმუშაობ.
 
CERN და ESA, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კერებია. აქ ხდება მსოფლიო კაპიტალის მოზიდვა ისეთი პროექტების განხორციელების მიზნით, როგორიც არის დიდი ჰადრონული ამაჩქარებელი, გეგმები მთვარესა და მარსზე.
 
დღეს, კოსმოსური კვლევები მსოფლიო მასშტაბით ახალ მარათონში ებმევა (New Space Race), რადგან გაჩნდა ტექნოლოგიური მზაობა, რომ ყველა მდიდარმა სახელმწიფომ თამამი ამბიციები დაისახოს კოსმოსში დასამკვიდრებლად. ჩვენს სფეროში საჭიროა მუდმივი განვითარება, რადგან ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება და მრავალი სამეცნიერო დარგის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. საჭიროა მუდმივი ძიება, ბრძოლა მიზნისთვის და გამძლეობა, რომ მარცხის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან დაიწყო.
 
როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭიროა სტაბილურობა, სწრაფვა განათლებისა და განვითარებისკენ.
 
ახალგაზრდა მეცნიერებს მინდა ვუთხრა, რომ დღეს თუ რამე არ გამოგივიდათ, არ დანებდეთ, ხვალ ის შეიძლება უკეთესად შეძლოთ. მთავარია გამძლეობა და მუდმივი სწავლა!
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати