USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
როგორ მოვიპოვოთ მშენებლობის ნებართვა ქ.თბილისის მერიაში - რა არის გაპი?
дата:  4185
წარმოგიდგენთ სტატიების სერიას, რომლითაც გაიგებთ, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. სრული პროცესი, ქვემოთ მოცემული სამი ნაწილისგან შედგება:

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი  .გაპი“ – პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წამოსაწყებად.

2. პროექტის შეთანხმება – დეტალური არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების/ მომიჯნავე დისციპლინების დოკუმენტების (გეოლოგიური კვლევა და ა.შ.) მომზადება, შემდგომ მათი მერიასთან შეთანხმება.

3. მშენებლობის ნებართვის მიღება – მშენებლობის ნებართვის მისაღებად, არქ. პროექტს ემატება გარკვეული დოკუმენტები, მაგ: კალენდარულ გეგმა/გრაფიკისა და მშენებლობის ორგანიზების პროექტები.

თითოეული ეტაპის შესაბამისი განაცხადი და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. თბილისის შემთხვევაში ეს პროცესი ონლაინ რეჟიმში, მერიის ვებ-გვერდის საშუალებით ხდება. დღეს განვიხილავთ ზემოთ ჩამოთლილი სამი ეტაპიდან პირველს:

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი – ე.წ. „გაპი“.

იმისათვის, რომ „გაპი“ მოიპოვოთ, საჭიროა შემდეგი ჩამონათვალის წარდგენა:

 

1. საპროექტო ნაკვეთის დეტალური აღწერილობა:

  • ნაკვეთის ფოტოსურათები.
  • ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა.

იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს თბილისში,  აუცილებელია დამატებითი დოკუმენტები:

  • საპროექტო ტერიტორიის გამწვანების (დენდროლოგიური) სქემა.

2. პროექტის განვითარების შესაძლებელი ვერსიები:

  • აუცილებელია მითითებული გქონდეთ რა ფუნქციის მატარებელი იქნება დაგეგმილი შენობა-ნაგებობა.
  • საჭიროა პროექტის სავარაუდო გაბარიტების მითითება.
  • პროექტის შეთანხმებამდე, თუ შენობა-ნაგებობის დამტკიცებული ფუნქციის შეცვლას მოისურვებთ, ამ შემთხვევაში ხელმეორედაც გეძლევათ შესაძლებლობა, რომ განახლებული ფუნქციით მოიპოვოთ ტერიტორიის „გაპი“.

დამატებით გასათვალისწინებელი ფაქტორები, რაც დაგჭირდებათ „გაპი“-ს მისაღებად:

1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (.გენგეგმა) – ქალაქთმშენებლბითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს ტერიტორიების გამოყენების ძირითად პარამეტრებს. მაგალითად: ფუნქციურ ზონას, კოეფიციენტებს, შენობის დასაშვები ფუნქციების ჩამონათვალს და ა.შ.

ტერიტორიას, რომელსაც გააჩნია გენგეგმა, გაპის სტადიაზე აღარ ჭირდება დამატებითი კვლევა.

2. საპროექტო ტერიტორიის კვლევა – იმ შემთხვევაში თუ, ნაკვეთი მდებარეობს ისეთ დასახლებაში, რომელსაც არ გააჩნია გენ-გეგმა, სავალდებულოა კვლევა გარშემო არსებული განაშენიანების შესასწავლად. ჩატარებული კვლევით, განისაზღვრება ნაკვეთის ფუნქცია და განაშენიანების კოეფიციენტები.

3. რეგულირების ხაზები – გაპის დამტკიცებისას, საჭიროების შემთხვევაში, მერიისგან მიიღებთ მითითებებს, ნაკვეთისთვის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნების შესახებ:

4. კომუნიკაციების სისტემა – მერია მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, იმ შემთხვევაშიც, თუ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ არსებობს რაიმე ტიპის გასათვალისწინებელი, საკომუნიკაციო გაყვანილობა/ქსელი და ეს ყოველივე ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არაა.

 

განცხადების წარდგენიდან, 10 სამუშაო დღის ვადაში დაგიბრუნდებათ პასუხი, რომელშიც განსაზღვრული იქნება პროექტის სამომავლო მოცულობა და გაბარიტები. დამტკიცების შემთხვევაში, მიღებული ნებართვა – 3 წლის ვადით შეგინარჩუნდებათ. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ არქიტექტურულ გადაწყვეტებზე ფიქრი და გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე – მოიპოვოთ პროექტის  ნებართვა.

შემდეგ სტატიაში, განვიხილავთ მშნებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო მომდევნო, ანუ – „პროექტის შეთანხმების“ ეტაპს. თუ გაქვთ მიწის ნაკვეთი ან აპირებთ შეძენას და გაინტერესებთ, რა პროცედურების გავლაა საჭირო მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმარებათ სასურველი პროექტის მომზადებაში.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати