USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  347

2023 წლის 1-2 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

- ებრაულმა და ბერძნულმა ხომალდებმა გაიარეს რუსული ბლოკადა და შევიდნენ უკრაინულ დუნაისპირა პორტებში.  ისინი, სავარაუდოდ ხორბალს გადაზიდავენ ან მდინარის სანაოსნო გზით ან უკან დაბრუნდებიან შავ ზღვაში. საინტერესო აქ სხვა ფაქტია: ხომალდებს ჰაერიდან ამერიკული P-8 Poseidon იცავდა, რომელიც ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებას ატარებს თან. გემების ჩაძირვა რუსებმა ვერ გაბედა. მდინარე დუნაი ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი სანაოსნო არტერიაა. შესაბამისად, ბევრი რამის განხორციელება შეუძლიათ უკრაინელებს, მათ შორის უბრალოდ რუმინეთის ტერიტორიაზე - მდინარის მეორე ნაპირზე - გადატანის. ამისათვის უკრაინული პორტები რენე და იზმაილი საკვანძო წერტილებია. სწორედ მათ მიმართულებით უშვებს დრონებსა და რაკეტებს რუსეთი.

- ყირიმში, სევასტოპოლის სიახლოვეს ბოლო 48 საათის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მუშაობენ უკრაინული დრონები, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი (უკრაინელები, პრო-უკრაინული რუსები ან თათრები) დივერსიულ მოქმედებებს ეწევიან რკინიგზისა და ბაზების სიახლოვეს. ეს კი რუსულ თავდაცვას ბევრად მოუქნელს ხდის.

- უკრაინელებმა ზაპორიჟიას ოლქში რობოტინეს სამხრეთით, ნოვოპროკოპივკაში რუსულ იარაღის საწყობს დაარტყეს. სწორედ აქედან ხდებოდა ფრონტისპირა მომარაგება ორიხივი-ტოკმაკის მონაკვეთზე. ზოგადად, რობოტინეს მიმართლებით შეტაკებები გრძელდება.

- დონეცკის ოლქში რუსებმა ავდიივკას მიმართულებით (ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ), დასახლების ირგვლივ, რამდენიმე ათეული მეტრით წინ წაიწიეს (რაც ამ მონაკვეთისათვის საკმაოდ დიდია, მით უფრო იმ ფონზე, რომ დასახლებაზე შეტევა არა ომის პირველივე საათებიდან არამედ ომამდეც კი მიმდინარეობდა) თუმცა დღეს უკრაინელებმა კონტრშეტევით დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. ავდიივკა არის უკრაინული აღმოსავლური თავდაცვის ერთ-ერთი ბასტიონი.

- ხანძრებია მოსკოვის ინდუსტრიულ რაიონში. ბოლო 48 საათში რამდენიმე ასეთი ხანძარი იყო მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე. რუსები მასობრივ დივერსიულ შეტევას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დრონებითა და ხანძრებით რუსეთს ვერ დაამარცხებენ. როგორც არ უნდა იყოს, ომმა ამა თუ იმ ფორმით მოსკოვის ოლქს მიაღწია, მით უფრო რომ დრონების დაცემა მოსკოვის ტერიტორიაზე უკვე აღარავის უკვირს. არადა პრო-რუსები საქართველოში (და არა მარტო) რამდენიმე თვის წინ ცმუკავდნენ, რუსები მოსკოვში რამდე თუ მოხდა ომს გამოაცხადებენო.

-  ბოლო 48 საათში სანკტ-პეტერბუგში მინიმუმ სამი კომისარიატი გახდა თავდასხმების სამიზნე. ამ შემთხვევაში თავად რუსები მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან დაწესებულების შესასვლელებს. იმ ფონზე რომ ფარული საყოველთაო მობილიზაცია მიმდინარეობს (და არა ნაწილობრივი), მოსახლეობის დიდი ნაწილს ფრონტზე წასვლა და სიკვდილი სულაც არ სურთ.

- რუსული ფრთოსანი რაკეტები და ირანული წარმოშობის დრონები კიევზე, ხარკივზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. რა არის მათი სამიზნეები? საავადმყოფოები, სკოლები და საცხოვრებელი კორპუსები.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის